17:13 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 15:22:28, 396 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი წერს, რომ მურთაზ ზოდელავამ ციხეში ინსულტი გადაიტანა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში".

როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.

ჩვენი თანამებრძოლი და უბრალოდ ძალიან კარგი ადამიანი, მურთაზ ზოდელავა სასწრაფოდ გადაიყვანეს "ვივამედში" ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო.
გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს.
მურთაზის ისტორია, ის რომ ასაკში მყოფი პაატა ბურჭულაძე ასევე უსამართლოდ ჰყავთ გამოკეტილი, ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი მზადაა წავიდეს ოპონენტების ფიზიკურ განადგურებაზე "ნულოვანი ემპათიის" და სინამდვილეში რუსული დაუნდობლობის გამოხატულებაა,- წერს სააკაშვილი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიფა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის გადადებას ხანძრების გამო გამორიცხავს - Bloomberg
ზელენსკი სირსკის შემცვლელად მუშაობას განიხილავს - FT
უკრაინის გენერალურმა შტაბმა ნავთობის საცავის გარდა, ტანკერების და გემ „სვეტლიაკის“ დაბობვის შესახებ განაცხადა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics