|
2026-05-22 15:12:19, 795 ნახვა
პოლიტიკა
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებული სუს-ის ყოფილი უფროსის მოადგილის, ლევან ახობაძის ადვოკატი იქნება. ინფორმაცია თავად რაჟდენ კუპრაშვილმა პუბლიკას დაუდასტურა. მისი თქმით, ბრალდებული სახლში დააკავეს. მან დამატებითი კომენტარი სუს-ში მისვლამდე არ გააკეთა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე, ლევან ახობაძე დააკავეს. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)