|
2026-07-20 21:03:01, 305 ნახვა
სამართალი
ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას. ვწუხვარ, რომ ქალბატონმა დაზიანება მიიღო - ჭიღლაძე
"ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას" - წერს 18 ივლისს, თელავში, ქორწილში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული გიორგი ჭიღლაძე წერილში, რომელსაც მისი ადვოკატი მარიამ დურგლიშვილი ავრცელებს. "ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. დღეს, გიორგი ჭიღლაძეს ბრალდება წარუდგინეს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროკურატურის ცნობით, მისთვის 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. 18 ივლისს თელავში მომხდარან დაკავშირებით, შსს-მ განცხადება 19 ივლისს გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ტურისტებმა ქორწილის სტუმრებს წყალი გადაასხეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. რის შემდეგაც გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) ავიდა ტურისტების ოთახთან და უწყების ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. ჭიღლაძე დააკავეს და გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რუსი ტურისტი ქალები რომლებიც კახეთში ქორწილის სტუმრებს აფურთხებდნენ დახმარებას კალაძეს თხოვენ
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)