19:01 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 11:31:35, 351 ნახვა

სამართალი
რეჟიმმა Facebook-ზე პოსტის გამო ჟურნალისტ ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯა

ჟურნალისტ და ტელეწამყვანს ვახო სანაიას 14 დღით პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.  

საქმე Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტს ეხება, რომელშიც ვახო სანაია მოქალაქეებს შალვა პაპუაშვილის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდა, თუმცა თავადაც ჩამოთვალა ეს სიტყვები.

პატიმრობას სანაიას მიმართ შსს ითხოვდა. 

სასამართლო სხდომას ტელეწამყვანი არ დასწრებია. ჟურნალისტი ამბობს, რომ ცირკში მონაწილეობის სურვილი არ ჰქონია. სანაია ასევე ამბობს, რომ მისთვის სულერთი იყო, რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა მოსამართლე. 

ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა ე.წ. სასამართლო სხდომებს გამართავენ, საერთოდ არ მაინტყერესებს, წერონ და იკითხონ.მე მაინტერესებს ის, რომ მე დავწერ და წავიკითხავ იმას, რაც საჭიროდ მიმაჩნია - ეს იქნება ეთერში, ეს იქნება სოციალური ქსელები. სიტყვის თქმას ვერავინ აგვიკრძალავს. ასე რომ, ამ სქრინვა-სქროლვის სააგენტო თუ რაც ჰქვია, შეუძლია, გააგრძელოს თავისი ე.წ. მოღვაწეობა, სასამართლოს განიხილოს სხდომებზე იქ მიტანილი სქრინები, მე ვურჩევდი, რომ ხმამაღლა წაიკითხონ,ა სე უფრო საინტერესო იქნება. არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს, ჯარიმას დაწერს ე.წ. მოსამართლე, პატიმრობის გადაწყვეტილებას გამოცხადებინებენ თუ როგორც იქნება, - ამბობს ვახო სანაია.

მანამდე მოსამართლე ცეკვავამ გადაწყვეტილება ბადრი შუბლაძესთან დაკავშირებითაც გამოაცხადა. შუბლაძე 2 ათასი ლარით დააჯარიმეს. მას სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ. 

"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!" - ამ სიტყვებიტ დატოვა მან სასამართლო. 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო პუტინის მარიონეტად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics