18:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 14:02:05, 334 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის ელჩი: 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ

საქართველოში გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა, განაცხადა, რომ 1918 წლის 26 მაისი სიმბოლურად გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისას დიპლომატმა აღნიშნა, რომ ბერლინი მხარს უჭერს ყველას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს იბრძვის.

„1918 წლის 26 მაისი ასახავს ქართველი ხალხის თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვას - ჩვენ გულითადად ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - წერს დიპლომატი.

გერმანიის საელჩოს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბერლინის პოზიცია უცვლელი რჩება.

„1918 წლის 26 მაისმა, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით, მის ისტორიაში ახალი ერა დაიწყო, რომელიც თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სწრაფვით იყო გამსჭვალული. დღეს, ისევე როგორც მაშინ, გერმანია ყველას გვერდით დგას, ვინც თავისუფალი, მშვიდობიანი და ევროპული საქართველოს იბრძვის. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!“ - დაასკვნა ფიშერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ის სახელით, ქართველ ხალხს ვულოცავ ეროვნულ დღესასწაულს
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics