23:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-24 16:33:07, 1198 ნახვა

საზოგადოება
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება

სინდისის პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით საუბარი, მათ შორის, ჯერ კიდევ ილია მეორესტან არაერთგზის ჰქონიათ და ეს თემა ამ დრომდე აქტუალურია. - განაცხადა საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელ დათუაშვილმა TV პირველთან აქციების დროს დაკავებულების შესაძლო შეწყალებასთან დაკავშირებით.

წმინდა სინოდის კრების მოწვევა პრეროგატივაა კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამის. მას ჯერ ამის შესახებ ჩვენთვის არაფერი უთქვამს, ამიტომ ჯერჯერობით ვერაფერს მოგახსენებთ. პირადად მე ვფიქრობ, რომ შესაძელებელია, იყოს ეს ერთ-ერთი საკითხი, თუმცა ისევ და ისევ ვიმეორებ, ეს პრეროგატივაა პატრიარქის. 

მე ამაზე მისაუბრია კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს სიცოცხლეში, მოსაყდრესაც უსაბრია, ცალკე მღვდელმთავრებსაც გვისაუბრია და ეს საუბრები გრძელდება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედეგი უნდა ვიხილოთ. ჩვენი დიდი სურვილია, ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება და აღდგეს მშვიდობა და ერთსულოვნება. ორივე მხრიდან არის საჭირო ურთიერთოატივისცემა, პირველ რიგში და ჩემი აზრით, ეს პატივისცემა გახდება საწინდარი. არა შეურაცხყოფა, არა უპატივცემლობა, - ამბოლბს მეუფე დანიელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics