|
2026-05-25 11:16:43, 252 ნახვა
ეკონომიკა
თუ საზღვარგარეთ განათლების მიღება გსურთ, დაესწარით საქართველოს ბანკისა და LEAF-ის ვებინარს
25 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ბანკი, LEAF-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ვებინარს მართავს. დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. ვებინარზე მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის შესახებ, გაიგონ, როგორ შეუძლიათ მიიღონ სრული დაფინანსება Fulbright-ის, Chevening-ის, Miami Ad School-ისა და UWC პროგრამების ფარგლებში. შეხვედრას ჩაატარებენ გიორგი ჩავლეიშვილი, განათლების ცენტრ LEAF-ის დამფუძნებელი და ჯულიეტა პაკაცოშვილი, აკადემიური მრჩეველი. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, განათლების ცენტრი LEAF 2008 წლიდან ეხმარება საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებში ჩაბარებასა და დაფინანსების მოპოვებაში. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი განათლების ცენტრ LEAF-თან დაპარტნიორდა. თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ შეხვედრებს, მიიღონ რჩევები აპლიკაციების ეფექტურად შევსებასთან დაკავშირებით და გაზარდონ საკუთარი შანსები, მიიღონ სრული დაფინანსება. საქართველოს ბანკის 40-ზე მეტი საგანმანათლებლო ინიციატივის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)