|
2026-05-23 13:18:47, 411 ნახვა
ეკონომიკა
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
2026 წლის 15 მაისის განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს "ქართული ოცნების" პრემიერი აწერს, მთავრობამ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, დარიალის ხეობაში მდებარე სახელმწიფო საკუთრების ორი მიწის ნაკვეთი შპს "ლარსი ფაუერს" აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადასცა. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალი ელექტროსადგურის "ლარსი 2 ჰესის" მშენებლობასა და ექსპლუატაციას უკავშირდება. კომპანია "ლარსი ფაუერსი" 2020 წელს დარეგისტრირდა და მისი წილის 100%-ის მფლობელი ბიზნესმენი სულხან პაპაშვილია. მთავრობის განკარგულების თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა თანხმობა, კომპანიას სარგებლობაში გადასცეს დაბა სტეფანწმინდაში, დარიალის ხეობაში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 წლის განმავლობაში, კომპანია ვალდებულია ყოველწლიურად, ქონების სარგებლობის საფასურის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 79 457 ლარი გადაიხადოს. დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული უძრავი ქონების გადაცემის მთავარი პირობა სწორედ "ლარსი 2 ჰესის" აშენება და მისი ექსპლუატაციაში მიღებაა. ცნობისთვის, სულხან პაპაშვილის წარსულში ედუარდ შევარდნაძის დაცვის სამსახურის უფროსი იყო. გასულ წლებში "მონიტორის" ჟურნალისტური გამოძიებით, ცნობილი გახდა მის კავშირებზე ოფშორულ კომპანია ელგრინთან, რომელიც აზერბაიჯანული დენის იმპორტიორი იყო საქართველოში. Forbes Georgia-ს 2026 წლის მონაცემებით, იგი საქართველოს 100 უმდიდრეს ადამიანს შორის სახელდება და მისი ქონება 249 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ფლობს მსხვილ აქტივებს ენერგეტიკის სექტორში. მისი ინვესტიციით აშენდა კასპის ქარის ელექტროსადგური. იგი ასევე გეგმავს გორში 112-მეგავატიანი ქარის სადგურისა და ყაზბეგში „ლარსი 2 ჰესის“ მშენებლობას. ჩართულია აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტსა და ტრანზიტში. : უკრაინის ხელისუფლების მიერ შეყვანილი იყო იმ პირთა სიაში, ვისაც რუსი ბიზნესმენების დახმარებასა და სანქციების გვერდის ავლაში სდებდნენ ბრალს. 2025 წლის დასაწყისში აშშ-ის კონგრესმენების მიერ მომზადებულ სავარაუდო დასასანქცირებელ პირთა სიაშიც ფიგურირებდა, რასაც მისი ოჯახი უსაფუძვლო ბრალდებად მიიჩნევს.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)