17:46 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 12:30:53, 342 ნახვა

ეკონომიკა
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 4.9 პროცენტი შეადგინა. 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 63.8 პროცენტით არის გაზრდილი.

საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

უწყების ანგარიშით, 2026 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების 0.9 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 0.9 პროცენტიანი მატება.

2025 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 4.8 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 5.5 პროცენტით.

რაც შეეხება 1 მ2 ფასს ბინების სეგმენტში, ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონია, სადაც 1მ2 ბინის ღირებულებამ 6 730 ლარი შეადგინა. შემდეგ მოდის ვაკე, სადაც 1მ2 ბინის ფასი 5 914 ლარია. კრწანისი – 4 630 ლარი; საბურთალოზე – 4 307 ლარი; დიდუბე – 4 184 ლარი; ისანი – 4 088 ლარი; ჩუღურეთში – 4 064 ლარი; ნაძალადევი – 4 038 ლარი; გლდანი – 3 867 ლარი; სამგორი – 3 680 ლარი.

კერძო სახლების სეგმენტში კი 1მ2 ფასი ვაკეში 4 656 ლარია. მთაწმინდა – 4 409 ლარი; ჩუღურეთი – 3 524 ლარი; საბურთალო – 3 510 ლარი; დიდუბე – 3 477 ლარი; ისანი – 3 268 ლარი; სამგორი – 2 992 ლარი; კრწანისი – 2 926 ლარი; გლდანი – 2 811 ლარი; ნაძალადავი – 2 778 ლარი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics