00:16 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-23 11:27:51, 384 ნახვა

სამართალი
დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც – დააკავეს კაცი, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შემთხვევა 22 ივლისს მოხდა. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას მეუღლეს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაპირისპირებისას ასევე დაზიანება მიიღო ბრალდებულის დედამაც. 

დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. ხოლო, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ნივთმტკიცებად ამოიღეს". - წერს უწყება. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics