01:59 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 12:51:48, 334 ნახვა

სამართალი
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა

საქართველო აგრძელებს სახელმწიფო საზღვრის საკომუნიკაციო სისტემის მოდერნიზაციას. სხვადასხვა ადგილას მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის დამონტაჟება მიმდინარეობს, რაც სასაზღვრო სამსახურებს უფრო საიმედოს და ეფექტურს გახდის.

პროექტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს (OTA) რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა, რომლებიც 35 სასაზღვრო სექტორში ქსელის დასამყარებლად იქნება გამოყენებული.

DTA-ს დირექტორმა ბექა მამარდაშვილმა DTRA-ს კავკასიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელს, დევიდ კენედის, მხარდაჭერისა და მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მაღალსიჩქარიანი ქსელის განვითარების პროექტის ფარგლებში, OTA-მ სახელმწიფო საზღვრის რამდენიმე მონაკვეთზე უკვე დაამონტაჟა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვალში სასაზღვრო პოლიციამ ლეკისყურეს სასაზღვრო სექტორში სარეზერვო სატელიტური ინტერნეტ სისტემის პილოტირება დაიწყო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინფორმაციის გაცვლა და მართვა.

ამჟამად მიმდინარეობს რამდენიმე ათეული დამატებითი სატელიტური ინტერნეტ აღჭურვილობისა და მასთან დაკავშირებული სერვისების შესყიდვა. პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ქსელი 35 სასაზღვრო სექტორში განთავსდება“, - განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics