00:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 15:02:57, 288 ნახვა

პოლიტიკა
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუმინულმა F-16-მა ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი პირველად ჩამოაგდო. ინციდენტი 24 ივლისს მოხდა.

როგორც რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, შემთხვევა დაუსახლებელ ტერიტორიაზე მოხდა, ამიტომ პილოტმა ცეცხლის გახსნა ყოველგვარი რისკის გარეშე შეძლო. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით მორიგი მასშტაბური შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, იერიშების შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზია და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე — ქალი და ბავშვი. ოდესის ოლქის იზმაილის რაიონი უშუალოდ ესაზღვრება ნატოს წევრ რუმინეთს. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ცნობით, საჰაერო განგაში ოდესისა და იზმაილის რაიონებში გამოცხადდა. თავის მხრივ, ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ლისაკმა დააზუსტა, რომ უშუალოდ ქალაქში დაზიანებულია სამოქალაქო ობიექტები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით განაცხადა, რომ იერიშის სამიზნე ოდესის პორტში არსებული უკრაინის არმიის საწვავის რეზერვუარები და იზმაილის პორტში განთავსებული სამხედრო ტვირთების საწყობები იყო. უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

რუსეთის ჯარები ოდესის ოლქზე ინტენსიურ შეტევებს განაგრძობენ. სამოქალაქო ობიექტების დაზიანებისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის მიუხედავად, მოსკოვი ყოველჯერზე ირწმუნება, რომ დარტყმები მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე ხორციელდება. პარალელურად, რუსეთის იერიშების ქვეშ არაერთხელ მოექცა სამოქალაქო სატვირთო გემებიც.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics