00:36 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 12:37:47, 291 ნახვა

სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი აჩვენებს, რომ ქართული აქტივები გამოიყენება რუსული სამხედრო მანქანის მხარდასაჭერად. ამის შესახებ მან სოციალურ მედიაში დაწერა.

„ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი ეროვნულ სირცხვილს ავლენს: ქართული აქტივები გამოიყენება რუსული სამხედრო მანქანის გასაძლიერებლად. კრემლისთვის სანქციებისგან თავის არიდების უფლების მიცემით, ხელისუფლებაში მყოფი პირები ღალატობენ ჩვენს სუვერენიტეტს.

საქართველოს ადგილი ევროპაშია და ჩვენ არასდროს გავხდებით რუსული აგრესიის უკანა კარი“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტი მოიცავს ყულევის ნავთობტერმინალსა და ნავთობგადამამუშავებელ კომპლექსს. ევროკავშირი აწესებს ტრანზაქციების აკრძალვას ქართულ საწარმოზე, რომელიც ექვს თვეში ამოქმედდება.

გარდა ამისა, ევროკავშირმა დააწესა სანქციები კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ 14 პლატფორმაზე, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულებზე.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics