01:40 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-24 17:43:14, 260 ნახვა

საზოგადოება
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?

შენს გარშემო ალბათ არიან ადამიანები, ვინც PLUS-ის დაბადების დღეზე დიდი ხნის ნანატრ ტექნიკას თუ ძვირადღირებულ ნივთს უფასოდ, დაგროვებული PLUS ქულებით ყიდულობს. თუ გაინტერესებს, როგორ მოახერხო იგივე შენც, ახლავე ყველაფერს მოგიყვებით.

 

სინამდვილეში, სასურველი ნივთების ქულებით შეძენას მარტივი სტრატეგია აქვს. მთავარია, ქულების შეგროვებაზე არა მხოლოდ ფასდაკლებების დროს, არამედ მთელი წლის განმავლობაში იზრუნო.

 

  1. გადაიხადე PLUS ბარათით მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალზე

 

პირველი და ყველაზე მარტივი ნაბიჯი ყოველდღიური გადახდებისთვის საქართველოს ბანკის ტერმინალის არჩევაა, რადგან PLUS ქულებს საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ბანკის ტერმინალზე გადახდისას აგროვებ.

 

ქულები გროვდება ონლაინ გადახდის შემთხვევაშიც, ამისთვისაც უნდა აირჩიო საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდი. ყოველი ასეთი ტრანზაქცია ქულების სწრაფად დაგროვებაში შეგიწყობს ხელს და შენი ბალანსიც ყოველდღიურად გაიზრდება.

 

  1. თვალი ადევნე პარტნიორების შეთავაზებებს

სწრაფად დაგროვების ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობაა. საქართველოს ბანკს უამრავი პარტნიორი ჰყავს, სადაც განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. შეთავაზებები, როგორც წესი, ორი სახისაა:

ქულების ქეშბექი ან გამრავლებული ქულები. ერთი სწორად დაგეგმილი შენაძენით იმდენ ქულას დააგროვებ, რასაც სტანდარტულად თვეები დასჭირდებოდა. აუცილებლად უნდა გახსოვდეს, ზოგიერთი შეთავაზება გააქტიურებას საჭიროებს. ამიტომ, სანამ საყიდლებზე წახვალ, გადაამოწმე მობილბანკის შეთავაზებების სივრცე, მოძებნე სასურველი პარტნიორი და გაააქტიურე შეთავაზება.

 

რჩევა: ყოველი თვის დასაწყისში მობილბანკის შეთავაზებების სივრცეში შეამოწმე თვის PLUS ბარათის შეთავაზება. აქ დაგხვდება ის ბრენდები, სადაც თვის განმავლობაში PLUS ბარათით გადახდისას 20%-ის PLUS ქულას დაიბრუნებ.

ნახე თვის PLUS ბარათის შეთავაზება

  1. გამოიყენე მეგობრებთან თანხის გაყოფის ფუნქცია

 

ეს ალბათ ერთ ერთი, ყველაზე სახალისო ხრიკია. მეგობრებთან ერთად კაფეში სტუმრობისას, მოგზაურობისა თუ საერთო საჩუქრის ყიდვისას, მთლიანი თანხა საქართველოს ბანკის ტერმინალით გადაიხადე. მეგობრებს ხარჯის განაწილება მარტივად, მობილბანკის თანხის გაყოფის ფუნქციით შესთავაზე. ამ ხერხით ქულებს შენს ანგარიშზე მოუყრი თავს; მეგობრები თანხის მათ ნაწილს მარტივად გადმოგირიცხავენ, ქულები კი შენ დაგრჩება!

 

  1. შეაგროვეთ ქულები ერთად

 

მაგალითად, თუ საოჯახო ტექნიკის შეძენა გსურთ და პირადი ბალანსი არ გყოფნის, შეგიძლია ძალები ოჯახის წევრებთან გააერთიანო. ეს ხრიკი მეგობრებთან ერთადაც იდეალურად მუშაობს – იქნება ეს საერთო საჩუქრის ყიდვა თუ მოგზაურობის დაგეგმვა.

 

მობილბანკის საშუალებით PLUS ქულების გადარიცხვა ნებისმიერ ადამიანთან, სულ რამდენიმე წამში შეგიძლია. ქულების ერთ ანგარიშზე თავმოყრით საერთო მიზანს ბევრად მარტივად მიაღწევთ და ქულებსაც უფრო მომგებიანად დახარჯავთ.

აქ უნდა გახსოვდეთ რომ PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას გროვდება.

 

 

  1. დააკონვერტირე Amex-ის MR ქულები

 

თუ American Express საკრედიტო ბარათს იყენებ, გეცოდინება, რომ ყოველდღიური ხარჯვისას MR ქულები გიგროვდება. აუცილებლად უნდა შეგახსენოთ, რომ მობილბანკში ამ ქულების პირდაპირ PLUS ქულებად კონვერტაციაა შესაძლებელი. კონვერტაციის მაღალი კურსი შენი PLUS ბალანსის მომენტალურად გაზრდაში დაგეხმარება და დაგროვების პროცესს ბევრად დააჩქარებს.

1 MR ქულა = 3 PLUS ქულას, სხვადასხვა Amex ბარათით კი ყოველ გადახდილ 1 ლარზე 1-დან 3 MR ქულამდე აგროვებ.

 

თუ სწორად დაგეგმავ საყიდლებს, არ გამოტოვებ შეთავაზებებს, PLUS ბარათით გადაიხდი და საქართველოს ბანკის ტერმინალსაც მოითხოვ, იმაზე მარტივად შეაგროვებ 5 ივლისისთვის PLUS ქულებს, ვიდრე წარმოგიდგენია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics