16:19 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 12:16:33, 2745 ნახვა

კომენტარი
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი, ამბობს, რომ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის.

"საქართველო ჩვენთვის შეუძლებელს ხდის, რომ დამატებითი წინსვლა და პროგრესი გვქონდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებაა. აფხაზური მხარისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ეს მიდგომა მთლიანად გამართლებულია ჩვენი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლებით, ასევე არსებული რეალობით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო აღმოცენდა და ჩვენ დისკუსიების მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს ამას." – განაცხადა ბარციცმა ტელევიზიაში საუბრისას.

მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის მიხედვით, საქართველოს პოზიცია "ყოველთვის გამოირჩეოდა აცდენით დამკვიდრებული ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობებისგან."

ბარციცის თქმით, ქართული მხარე "განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა." "ამით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებითი პროგრესი შეუძლებელი ხდება." – დაამატა მან.

რეჟიმის ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან, და ამ რეალობასთან შეგუება ყველას მოუწევს." 

"რუსეთი ზუსტად იგივე პოზიციაზე დგას." – აღნიშნა ბარციცმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს-მა ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად გათიშვის გამო გამოძიება საბოტაჟის მუხლით დაიწყო
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს
ბათუმში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათამდე ადამიანი დაშავდა
Wall Street Journal: ბაჰრეინმა და ქუვეითმა ირანზე ფარულად დარტყმები განახორციელეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics