|
2026-05-12 19:04:40, 4092 ნახვა
სხვადასხვა
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
მოსკოვის გოლოვინსკის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს, ტიხონ ძიადკოს, დაუსწრებლად რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა რუსული არმიის შესახებ ე.წ. „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებისთვის, იტყობინება გაზეთი „ოსტოროჟნო ნოვოსტი“ სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით. პატიმრობის გარდა, სასამართლომ ძიადკოს 250 000 რუბლით ჯარიმა დააკისრა და ოთხი წლით სოციალურ ქსელებში ანგარიშების შენახვა აუკრძალა. ბრალდების მხარე იმავე რვაწლიან პატიმრობას მოითხოვდა, თუმცა უფრო დიდ ჯარიმას, 5,9 მილიონ რუბლს ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ოქტომბერში ტიხონ ძიადკო დაუსწრებლად დააკავეს და ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს. გამომძიებლები ამტკიცებდნენ, რომ მან თავის Telegram არხზე გამოაქვეყნა „ყალბი ინფორმაცია“ უკრაინაში რუსი ჯარების ქმედებების შესახებ, მათ შორის მასალები ბუჩასა და ირპენში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობისა და უკრაინის ქალაქების განადგურების შესახებ. „მედიაზონამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრალდებები ეხებოდა პუბლიკაციებს, რომლებიც შეიცავდა ბმულებს ბუჩას რეპორტაჟზე და კიევის რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის შესახებ New York Times-ის გამოძიებაზე. ეს არ არის პირველი ასეთი გადაწყვეტილება „დოჟდის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ. 2026 წლის თებერვალში არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, კატერინა კოტრიკაძე, დაუსწრებლად იქნა დამნაშავედ ცნობილი. სასამართლომ მას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მსგავს საქმეში, რომელიც რუსეთის არმიის შესახებ „ყალბ ინფორმაციას“ ეხებოდა. ბრალდებები ასევე გამომდინარეობდა მისი 2022 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან, რომლებშიც, კერძოდ, ნახსენები იყო ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა და ოდესაზე დარტყმის შედეგად ბავშვისა და მისი დედის დაღუპვა.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)