03:13 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 12:13:59, 447 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერები: ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე და გიგა ლემონჯავა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

პიტერ ანდრეოლსს ინფორმაცია მიაწოდეს სინდისის და პოლიტიკური პატიმრების, რეპრესიულად შეფასებული კანონების და სისტემურად შეფასებული ძალადობის ფაქტების შესახებაც.

"იმაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა, რომ ვაშინგტონსა და ქართულ ოცნებას შორის რაღაც ნორმალიზება მოხდეს. საუბარი იყო, რა არის საქართველოს ინტერესები, ასევე ამ ქვეყანასა და ამ რეგიონში რა არის აშშ-ს ინტერესები და როგორ შეიძლება ამ ინტერესების ერთობლივად დამთხვევა და გატარება [...] ამის წინაპირობაა, რომ ქვეყანაში უნდა იყოს დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო, კანონის უზენაესობა. როცა ლაპარაკია აშშ-ს ინტერესებზე - ამ ადმინისტრაციის პირობებში მეტწილად საუბარია აშშ-ს ეკონომიკურ ინტერესებზე, ამას სწორედ დამოუკიდებელი სასამართლო და კანონის უზენაესობა სჭირდება, რაც ლიბერალური დემოკრატიის საფუძვლებია და რაც არ გვაქვს. ჩვენი გზავნილიც ეს იყო, რომ ჩვენც ამისთვის ვიბრძვით [...]

სულ ცოტა ხნის წინ, აშშ-ს 10-წლიან ვიზას იძლეოდნენ, დღეს კი 1-თვიანი ვიზა რომ აიღო, აშშ-ში ერთი შესვლით, დეპოზიტზე 15 000 დოლარი უნდა გქონდეს. ურთიერთობა ასეთი გაუარესებულია. ამ ყველაფერზეც იყო ლაპარაკი". - თქვა ჯაფარიძემ.

ნიკა გვარამიამ შეხვედრის დაწყებამდე გეიპოლიტიკური დიდი პროერქტების მიზანმიმართულად გაჩერებაზე ისაუბრა.

აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ დემოკრატიის ნგრევა ამ ქვეყანაში მათ შორის იმიტომ მიმდინარეობს, რომ არავითარი გეოპოლიტიკური დიდი პროექტები არ შედგეს, რომელიც რუსეთს დააზიანებს: ასეთია მაგალითად, ანაკლია. საქართველოს, როგორც ლოჯისტიკური დერეფნის განვითარება, რაც უნდა უპოზიციას და რაც დაიწყო თავის დროზე წინა ხელისუფლებამ და რაც ბიძინა ივანიშვილის დავალებაა, არ შედგეს. ამიტომ ძალიან ნათლად, გადამოწმებადი კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, ვნახავთ, რომ ეს არ მოხდება ბიძინა ივანიშვილის ხელში. "- აცხადებს ნიკა გვარამია. 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაცია საქართველოში 24 მაისს ჩამოვიდა. დელეგაციის წევრებს შორის არიან სახელმწიფო მდივნის აპარატის თანაშემწე ჩარლზ იოქი და ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს წარმომადგენელი პიტერ ანდრეოლი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics