|
2026-06-16 09:55:27, 3625 ნახვა
კულტურა
არ გამოგრჩეთ „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი ეპიზოდი 16 ივნისს YouTube-ზე - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
“გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე” მცირე პაუზის შემდეგ უცვლელი ფორმატით, თუმცა მხოლოდ ერთი სეზონით დაბრუნდა. ევროპული მოგზაურობის ფარგლებში, მაყურებელს კვლავ აქვს შესაძლებლობა, მოისმინოს ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი გამოცდილებით, იდეებითა და ხედვებით ქმნიან ახალს და ინსპირაციას აძლევენ სხვებს. ახალი ეპიზოდის სტუმარია ზაალ ანდრონიკაშვილი, ბერლინის კულტურისა და ლიტერატურის კვლევების ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. გადაცემა ეთერში 16 ივნისს, 21:00 საათზე YouTube-ზე დაიდება. ეპიზოდის სანახავად ეწვიეთ ბმულს. ინფორმაციისთვის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ მიზანია საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და ნაკლებად ცნობილი ადამიანები განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს. გადაცემის ფორმატი პორტრეტის, ღია დიალოგისა და „ჰარდ თოქის“ სინთეზია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები საუბრობენ თავიანთ გამოცდილებაზე, იდეებზე, საზოგადოებრივ პროცესებსა და პირად ხედვებზე რაც მაყურებელს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზროს როგორც მათი პერსონა, ისე მათ გარშემო არსებული კონტექსტი. არ გამოგრჩეთ “გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის” ახალი ეპიზოდები YouTube არხზე.
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)