|
2026-05-21 12:45:35, 248 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ დაიწყო. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2026 წლის გამარჯვებული მასწავლებელი, რომელსაც პროექტის მთავარი მხარდამჭერის, ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცემა. ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წარადგინონ საკუთარი გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით. "ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების პოპულარიზაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდების წახალისება და მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება. კონკურსის ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები - გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. ახლა კი მათ შეუძლიათ, ერთი განაცხადის ფარგლებში მოუყარონ თავი ყველა აქტივობასა და შექმნილ მასალებს და წარადგინონ კონკურსზე. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. კონკურსის ჟიური პირველ ეტაპზე ხუთ ფინალისტს, ხოლო 9 სექტემბერს მათგან 1 გამარჯვებულს - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს. კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)