|
2026-07-12 12:34:57, 299 ნახვა
საზოგადოება
თელავში უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლებისა და შენობების პირველი სართულები
თელავში უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულია თელავის ხევი, რის გამო დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინება. დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ქალაქის აღნიშნულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორილია მათი კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა. დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული ზარალი დიდია, შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სალიკვიდაციო სამუშაოებს.
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)