|
2026-05-20 15:27:48, 10667 ნახვა
კულტურა
წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიმართება
3-13 სექტემბერს, წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, რიგით მერვედ უმასპინძლებს კლასიკური მუსიკის მოყვარულებს და მსოფლიოს წამყვან მუსიკოსებს. ფესტივალი ტრადიციულად წინანდლის მამული გაიმართება და სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს. ფესტივალის სცენაზე წელს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ვარსკვლავები წარდგებიან, მათ შორის: ჯანანდრეა ნოზედა, ლიზა ბათიაშვილი, პინკას ცუკერმანი, სერგეი ბაბაიანი, მარკ-ანდრე ჰამელინი, ნიკოლაი შეპს-ცნაიდერი, დავით ხრიკული და პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი. თიბისი, როგორც კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების აქტიური მხარდამჭერი, უკვე წლებია ხელს უწყობს საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას. კლასიკური მუსიკის მხარდაჭერა თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი ინიციატივები ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და ხელმისაწვდომს ხდის, ხოლო ახალგაზრდა მუსიკოსებისა და მსმენელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას ქმნის. წინასწარი გაყიდვების ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტ და WM Visa ბარათის მომხმარებლები ბილეთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ. ხოლო 28 მაისიდან კი 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციისა და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ Tsinandali Festival.
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)