13:48 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-10 16:26:16, 836 ნახვა

პოლიტიკა
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო

ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ფორმულასა და ტვ პირველის ჟურნალისტებისთვის საპარლამენტო აკრედიტაციის შეჩერებისა და პუბლიკას ფოტორეპორტიორის პარლამენტში დაშვების ერთჯერადი აკრედიტაციის არგაცემის გამო განგაშის სიგნალი ჩართო.

SJP აცხადებს, რომ პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი უნდა გადაიხედოს და უზრუნველყოფილ იქნეს ჟურნალისტებისთვის თავისუფალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გარემო.

საუბარია 3 შემთხვევაზე:

  • ფორმულას ჟურნალისტისთვის ნინი ბალანჩივაძისთვის აკრედიტაციის შეჩერებაზე
  • ტვ პირველის სამი ჟურნალისტისთვის: ნატალია ქაჯაიასთვის, მაკა ჩიხლაძესა და მაკა ანდრონიკაშვილისთვის 12, 6 და 1 თვით აკრედიტაციის შეჩერებაზე
  • პუბლიკას ფოტორეპორტიორისთვის მანდია გაბაძისთვის ქართული ოცნების პარლამენტში ირაკლი კობახიძის ანგარიშის წარდგენის გაშუქებისთვის ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის არმიცემაზე

 ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ ასევე განგაშის სიგნალი ჩართო კომუნიკაციების კომისიის მიერ ტვ პირველისთვის 2 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრებაზე ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: "სინდისის პატიმრები", "ოლიგარქი" და სხვა.

მანამდე, 26 ივნისს ფორმულას წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭოს ჟურნალისტების უსაფრთხოების პლატფორმამ განგაშის სიგნალი ჩართო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
სასამართლომ „ფორმულა“ გოგა ხაინდრავასთვის „მორალური ზიანის მიყენების გამო“ 10 000 ლარით დააჯარიმა
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics