00:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 11:41:23, 431 ნახვა

პოლიტიკა
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი საქართველო ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს მათ შვილებზე. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშობლები შეუერთდებიან ბანერებით თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებს, სადაც ხელისუფლებას შეახსენებენ რომ მათი შვილები გადასარჩენია. 

"ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თავისუფალ, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს.

სამწუხაროდ ჩვენს შვილებს აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია რომელიც ყოველდღე ამოკლებს მათ სიცოცხლეს და ართმევს ჯანმრთელობას. Მათთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. Თუმცა დღემდე ამას არ აკეთებს. Ჩვენთვის დამოუკიდებელი საქართველო ნიშნავს ასევე სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ჩვენს შვილებზე.

Ბავშვების სიცოცხლე არის ის, რაც შეიძლება დაიცვას და რაც უნდა დაიცვას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ.

Ამიტომ, 26 მაისს, 12 საათზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებში და ამ დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, თუმცა მოვიტანთ ჩვენს ბანერს და ხელისუფლებას შევახსენებთ რომ ჩვენი შვილები კვლავ გადასარჩენია", - დაწერა წიქარიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics