|
2026-07-14 12:25:01, 304 ნახვა
საზოგადოება
იავნანა ქართულის 1-ელი გაკვეთილი, BOG-ის ინიციატივა საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვებისთვის
საქართველოს ბანკი წლებია საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს უჭერს მხარს, რათა მათ საქართველოდან შორს ყოფნის მიუხედავად, საკუთარ ოჯახთან და სამშობლოსთან კავშირი შეინარჩუნონ. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი - იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი რომელიც ყველასთვის ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის "საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს არა მხოლოდ საბანკო სერვისებითა და პროდუქტებით დავუჭიროთ მხარი, არამედ ისეთი ინიციატივები შევქმნათ, რომლებიც მათთვის რეალურ ღირებულებას ქმნის. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია მშობლებისთვის, შვილებმა ქართულ ენასთან და კულტურასთან კავშირი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი პროექტი ეფუძნება ადრეული ასაკის ბავშვების ენის ათვისების პრინციპებს. კვლევების მიხედვით, ბავშვები ახალ ენას ყველაზე ეფექტურად რიტმის, განმეორებისა და ემოციური კონტექსტის საშუალებით სწავლობენ, ხოლო იავნანა ერთ-ერთი პირველი მუსიკალური ნაწარმოებია, რომელსაც ბავშვი ადრეულ ასაკში ყოველდღიურად მრავალჯერ ისმენს. "პროექტზე მუშაობისას ერთი მარტივი კითხვა გვქონდა - როგორ შეიძლება ბავშვმა ქართული ენა ისე ისწავლოს, რომ ეს მისთვის გაკვეთილი კი არა, ყოველდღიურობის ნაწილი იყოს? სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ყველაზე ხშირად განმეორებადი ხმა ბავშვის ცხოვრებაში იავნანაა. სწორედ ამ კონტექსტმა მოგვცა შესაძლებლობა, იავნანა ბავშვის პირველი ქართული ენის გაკვეთილად გვექცია” - ამბობს კრეატიული სააგენტო სუპერმარკეტის თანადამფუძნებელი ეკა ყიფიანი. სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით, პედაგოგებთან, მწერლებთან, თარჯიმნებთან და კომპოზიტორებთან თანამშრომლობით, შეიქმნა ერთსაათიანი ორენოვანი მუსიკალური ჩანაწერები, რომლებიც ქართულ ენას ბავშვისთვის უკვე ნაცნობ ენებთან აერთიანებს. იავნანას ახალი ვერსია ოთხ ძირითად თემას მოიცავს: ოჯახს, სხეულს, ბუნებასა და ცხოველებს - იმ სიტყვებსა და ცნებებს, რომლებსაც ბავშვები ყველაზე ადრეულ ასაკში ეცნობიან. თითოეულ კომპოზიციაში ბავშვი ჯერ მისთვის ნაცნობ ენაზე ისმენს მარტივ სიტყვებსა და წინადადებებს, შემდეგ კი იმავე მნიშვნელობას ქართულად. ასე ახალი სიტყვები იზოლირებულად კი არ ისწავლება, არამედ უკვე ნაცნობ მნიშვნელობასა და კონტექსტს უკავშირდება, რაც მათ ბუნებრივად დამახსოვრებას უწყობს ხელს. "პროექტზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, იავნანას სიმშვიდე და ემოციური ხასიათი სრულად შეგვენარჩუნებინა. ამიტომ ახალი სიტყვები და ფრაზები მელოდიაში ისე ჩავაქსოვეთ, რომ იავნანა ყოფილიყო ის, რასაც მშობლები ყოველ საღამოს შვილებს ჩაურთავდნენ. გვინდოდა, ბავშვებისთვის ეს ყოფილიყო არა სასწავლო ჩანაწერი, არამედ თბილი, დამამშვიდებელი იავნანა, რომელსაც თან ბუნებრივად მოჰყვება ქართული სიტყვების დამახსოვრება”, - აღნიშნავს Heima Production - ის თანადამფუძნებელი და მუსიკის ავტორი მებო ნუცუბიძე. იავნანა ამ ეტაპზე ინგლისურ, იტალიურ და ბერძნულ ენებზე შეიქმნა - იმ ქვეყნების გათვალისწინებით, სადაც ქართველი ოჯახები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. აღსანიშნავია, რომ პროექტი ერთჯერადი კამპანია არ არის. იავნანა - ქართული ენის პირველი გაკვეთილი მუსიკალურ პლატფორმებზე (Youtube, Spotify, Soundcloud) ეტაპობრივად განთავსდება და მისი მოსმენა ბავშვებს ყოველდღიურად, ძილის წინ ზოგჯერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნება სწორედ ერთი იავნანათი იწყება.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)