2026-07-14 10:51:25, 354 ნახვა
სამართალი
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ დაიღუპა დედა - ანა ბერიანიძე .
დედა-შვილს, 13 ივლისს, საღამოს, ჭავჭავაძის გამზირზე, კინოთეატრ ,,გამარჯვების" შენობის წინ მანქანა დაეჯახა.
ფაქტზე დაკავებულია 1991 წელს დაბადებული, გორში მცხოვრები რ.ე.
რომელი მუხლით გადაკვალიფიცირდება საქმე, ჯერ უცნობია. ამ დრომდე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,