03:45 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-14 15:32:32, 301 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკი მრავალენოვანი საბანკო მომსახურების განვითარებას აგრძელებს (რ)

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, ბანკი აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მრავალენოვან მომხმარებლებს საბანკო პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა კიდევ უფრო მარტივად, სწრაფად და კომფორტულად ჰქონდეთ.

ამ მიმართულებით, საქართველოს ბანკმა ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. დღეს მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საქართველოს ბანკის საბანკო სერვისებით აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზეც ისარგებლონ. შესაბამისი ენები დაემატა მობილბანკსა და ინტერნეტბანკს, ასევე ბანკომატებსა და თვითმომსახურების აპარატებს.

გარდა ამისა, რეგიონებში გაფართოვდა ფილიალების ქსელიც. ბანკმა ახალი ფილიალები გახსნა სადახლოში, დმანისში, კაბალსა და ნინოწმინდაში. მომხმარებლებს აღნიშნულ ფილიალებში სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღების შესაძლებლობა აქვთ, მათ შორის ანგარიშის გახსნა, ბარათის მიღება, გზავნილების გაგზავნა და მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების განხორციელება და სხვა საბანკო ოპერაციები.

“რეგიონებში მომსახურების გაფართოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც აქამდე საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ქალაქში გადაადგილება უწევდათ. ახალი ფილიალებისა და მრავალენოვანი მომსახურების დანერგვით საბანკო სერვისები მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა”, - აღნიშნავს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი. 

აღსანიშნავია, ისიც, რომ საქართველოს ბანკი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს. ახალ ფილიალებში დასაქმებულთა შორის არიან სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მოსაუბრე თანამშრომლები, რაც მომხმარებლებს მომსახურების მათთვის კომფორტულ ენაზე მიღების შესაძლებლობას აძლევს.  

საქართველოს ბანკი მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ფინანსურ სერვისებთან ერთად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფისთვის მორგებული პროდუქტების განვითარებასაც აგრძელებს. მათ შორის, მასწავლებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სპეციალურად მათთვის შექმნილი მასწავლებლის ბარათით, რომელიც ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებასა და დამატებითი სარგებლის მიღებას ემსახურება. ბარათის მფლობელები სარგებლობენ შეღავათიანი პირობებით და პარტნიორი კომპანიების სპეციალური შეთავაზებებით.

"ჩვენთვის მრავალენოვანი მომსახურება მხოლოდ თარგმნილი ინტერფეისი არ არის. ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა საბანკო სერვისებით სარგებლობისას თავი კომფორტულად იგრძნოს და მიიღოს ისეთი გამოცდილება, რომელიც მის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს, იქნება ეს ციფრული არხები, ფილიალში მომსახურება თუ სხვა საბანკო ოპერაციები. სწორედ ამ მიდგომით ვაგრძელებთ მრავალენოვანი მომსახურების განვითარებას და უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ამ მიმართულებით კიდევ არაერთ სიახლეს შევთავაზებთ", - ამბობს თინათინ ნეფარიძე, საქართველოს ბანკის სეგმენტის მმართველი.

"საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია, საბანკო მომსახურება ყველა მომხმარებლისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვავითარებთ მრავალენოვან მომსახურებას და ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც მომხმარებლებს ფინანსური სერვისებით სარგებლობა მათთვის კომფორტულ ენაზე შეუძლიათ. ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავამარტივოთ საბანკო სერვისებზე წვდომა და მომხმარებლებს მათ ყოველდღიურ საქმიანობაში რეალური მხარდაჭერა გავუწიოთ. ამ მიმართულებით მუშაობას ვაგრძელებთ და უახლოეს თვეებში მომხმარებლებს კიდევ არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ, რაც მრავალენოვანი მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისებს კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და მათ საჭიროებებზე მორგებულს გახდის", - აღნიშნავს თამარ ნოზაძე, საქართველოს ბანკის ფიზიკური პირების მარკეტინგის გუნდის უფროსი. 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics