|
2026-07-11 15:07:54, 402 ნახვა
საზოგადოება
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
ტელეკომპანია "პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. ის ძალადობის მსხვერპლი გახდა 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს, როდესაც ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასთან ერთად სარედაქციო დავალებაზე მუშაობდა. გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოძრაობა „სირცხვილის“ ოფისთან მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით ათმა ადამიანმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო, ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე დღის შემდეგ საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 2022 წლის აპრილი: თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულ 6 პირს (მათ შორის დავით კუტალაძეს) 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ მათ ბრალი ძალადობისთვის ჰქონდათ წარდგენილი და არა მკვლელობისთვის. ლექსო ლაშქარავას ცემისთვის მსჯავრდებული დავით კუტალაძე და ამ საქმეში სხვა ბრალდებულები ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ციხიდან. დავით კუტალაძემ და თორნიკე დავლაშერიძემ საპატიმრო „ქართული ოცნების“ მიერ არჩევნებამდე დამტკიცებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე დატოვეს. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, საპატიმრო კიდევ რამდენიმე პირმა დატოვა მას შემდეგ, რაც ამნისტიის კანონმა 5 ივლისის საქმეზე მსჯავრდადებულებს პატიმრობის ვადა შეუმცირა. 2021 წლის 5 ივლისს, ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე განხორციელებული ძალადობისთვის რამდენიმე პირს 4-4-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. მანამდე, მათ სასჯელი ერთი წლით შეუმცირა სააპელაციო სასამართლომ. 5 ივლისის საქმეზე სულ 30-მდე პირი იყო დაკავებული. გამოძიების ფარგლებში არ დასჯილან მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები. 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობისა და ლექსო ლაშქარავაზე თავდასხმის ორგანიზატორები სამართლებრივად დღემდე არ დასჯილან. საქართველოს პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მათთვის ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ. უფლებადამცველი ორგანიზაციები (მათ შორის „საია“ და DRI) და მედიის წარმომადგენლები ძალადობის ორგანიზებაში, წახალისებასა და კოორდინაციაში რამდენიმე კონკრეტულ ჯგუფსა და პირს ადანაშაულებენ: „ალტ-ინფოს“ ლიდერები და დამფუძნებლები
2022 წელს იუნესკომ ლექსო ლაშქარავა მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა. ის გახდა მეორე ჟურნალისტი საქართველოდან, რომელიც ორგანიზაციამ მშვიდობიან დროს დაღუპულად აღიარა. პირველი იყო ჟურნალისტი გიორგი სანაია, რომელიც 2001 წლის ივლისში მოკლეს.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)