2026-07-26 23:26:13, 357 ნახვა
სამართალი
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
აქციების აქტიური მონაწილე თორნიკე თოშხუა საკრებულოსთან დააკავეს. დაკავებამდე მას ბანერი ეჭირა წარწერით - "ბიძინა ყ*ლეა? კი - არა", ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში ლუკა ხიზაძემ გაავრცელა.
თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ ციხე 1 ივლისს დატოვეს.
16 აგვისტოს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის 2 მონაწილე დააკავეს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან