|
2026-07-24 16:22:16, 407 ნახვა
პოლიტიკა
სებ: EU-ის მიერ სანქცირებული 3 სუბიექტი არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს
საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებული, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული 14-დან სამი სუბიექტი (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექსი“ და შპს „რაპირა გრუპი“) საქართველოში დაფუძნებულია, თუმცა არცერთი არ წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სუბიექტებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. „ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიების წინააღმდეგ შესაბამისი საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. ამასთან, მათ წინააღმდეგ დამატებით დაწყებულია საგამოძიებო ქმედებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო აწესებს ბაზარზე შესვლისა და ოპერირების მკაცრ მოთხოვნებს და წარმოადგენს მნიშვნელოვან ფილტრს უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის. ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო შესაბამისობაშია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლი სპეციალურ ქმედებათა საერთაშორისო ჯგუფის (FATF) სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, რასაც ადასტურებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) 2024 წლის შეფასება. შეფასების თანახმად, მე-15 რეკომენდაციასთან მიმართებით (რომელიც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას) საქართველოს რეიტინგი შეადგენს „მნიშვნელოვნად შესაბამისს“ (largely compliant). აღნიშნულ რეკომენდაციასთან მიმართებით ანალოგიური შეფასება აქვს, მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)