|
2026-07-02 12:16:33, 2793 ნახვა
კომენტარი
ბარციცი: საქართველო ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდის შემდეგ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ოლეგ ბარციცი, ამბობს, რომ ქართული მხარე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებით პროგრესს შეუძლებელს ხდის. "საქართველო ჩვენთვის შეუძლებელს ხდის, რომ დამატებითი წინსვლა და პროგრესი გვქონდეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნისკენ, რაც ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების დადებაა. აფხაზური მხარისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ყველა საკითხის მშვიდობიანი და კონსტრუქციული გზით გადაწყვეტას ალტერნატივა არ აქვს. ეს მიდგომა მთლიანად გამართლებულია ჩვენი ისტორიული და სამართლებრივი საფუძვლებით, ასევე არსებული რეალობით. სამხრეთ კავკასიის რეგიონში გარკვეული სტატუს-კვო აღმოცენდა და ჩვენ დისკუსიების მონაწილე ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს ამას." – განაცხადა ბარციცმა ტელევიზიაში საუბრისას. მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლის მიხედვით, საქართველოს პოზიცია "ყოველთვის გამოირჩეოდა აცდენით დამკვიდრებული ისტორიული, სამართლებრივი და პოლიტიკური რეალობებისგან." ბარციცის თქმით, ქართული მხარე "განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ აფხაზეთი რუსეთის ფედერაციის ოკუპაციის ქვეშაა." "ამით, ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების მიღწევისკენ დამატებითი პროგრესი შეუძლებელი ხდება." – დაამატა მან. რეჟიმის ე.წ. მინისტრი ირწმუნება, რომ "აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ორი სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან, რომლებიც საქართველოს ესაზღვრებიან, და ამ რეალობასთან შეგუება ყველას მოუწევს." "რუსეთი ზუსტად იგივე პოზიციაზე დგას." – აღნიშნა ბარციცმა.
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)