21:27 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-13 14:10:42, 541 ნახვა

საზოგადოება
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე თელავში სტიქიის შემდეგ აცხადებს, რომ „შესაბამისი უწყებები“ დაადგენენ, რამდენად სწორად იყო თელავისხევის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვები გაცემული, თუმცა თავად მიაჩნია, რომ ისინი „არასწორად“ იყო გაცემული.

ჟურნალისტის კითხვას, „თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იქ ნებართვების გაცემაზე, იმ ქაოსზე, რაც განაშენიანების თვალსაზრისით ხდებოდა და რას აპირებთ ამ სტიქიის შემდეგ ხალხის დასახმარებლად“, კობახიძემ უპასუხა:

„რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული. მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს შესაბამისი უწყებები დაადგენენ“.

„არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტებზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა“, - განაცხადა მან.

„ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული ქალაქი და ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა თელავი მაქსიმალურად იყოს დაცული მომავალში ასეთი ტიპის მოვლენებისგან“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დამაზუსტებელ კითხვაზე, ვინ არის პასუხისმგებელი არასწორი ნებართვების გაცემაზე, კობახიძემ უპასუხა: „ამას ნახავენ შესაბამისი ორგანოები, რამდენად იყო არასწორად გაცემული, თუ იყო, ვინ არის პასუხისმგებელი და ა.შ.. ყველაფერი დადგინდება“.

მან ასევე თქვა, რომ გაფრთხილების სისტემების მონტაჟი „აქტიურებად გრძელდება აბსოლუტურად ყველა რეგიონში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics