14:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-16 12:35:25, 234 ნახვა

საზოგადოება
SBU-ს ოპერაცია შავ ზღვაში: რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერები „კოზაკ მამაის“ სამიზნე გახდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) საზღვაო უპილოტო აპარატებმა „კოზაკ მამაიმ“ შავ ზღვაში მორიგი წარმატებული ოპერაცია ჩაატარეს და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ორ ტანკერს — „Louise 1“-სა და „Banda“-ს მიაყენეს დარტყმა.

ორივე გემი აქტიურად მონაწილეობდა ბალტიის ზღვის აუზში რუსული ნავთობის უკანონო ტრანსპორტირებაში, თუმცა მოგვიანებით ისინი ნოვოროსიისკის პორტისკენ გადაამისამართეს.

ოპერაციის მსვლელობისას მტრის დაზვერვამ უკრაინული საზღვაო დრონები აღმოაჩინა. რუსულმა ავიაციამ უპილოტო კატარღების მიმართულებით ჰაერიდან ინტენსიური ცეცხლი გახსნა, თუმცა იერიში უშედეგო აღმოჩნდა — „კოზაკ მამაიმ“ დასახულ მიზანს მიაღწია.

SBU-მ ჯერ კიდევ 2023 წელს წარადგინა მტკიცებულებები იმისა, თუ რატომ ინარჩუნებენ აღნიშნული საზღვაო დრონები საბრძოლო შესაძლებლობებსა და მანევრირებას პირდაპირი ცეცხლის ქვეშ მოხვედრის შემდეგაც კი. მაღალი გამძლეობა, დაბალი შესამჩნეობა და კონსტრუქციული მდგრადობა მათ შავ ზღვაში რუსული სამხედრო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ეფექტურ იარაღად აქცევს.

„კოზაკ მამაი“ (Sea Baby-სთან ერთად) უკრაინული წარმოების მრავალფუნქციური საზღვაო დრონია, რომელსაც შეუძლია როგორც დაზვერვა, ისე დიდი მანძილიდან დამრტყმელი ოპერაციების განხორციელება. «ჩრდილოვანი ფლოტის» ტანკერები კი რუსეთის მიერ საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლითა და ნავთობის ექსპორტის გასაგრძელებლად გამოიყენება- ინფორმაცაიას და ვიდეომასალას უკრაინული ტელეგრამჩატი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გადააყენა - ამას პროტესტი მოჰყვა
ვოლსკი: მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია
ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული სარდლობა - აშშ-ის მიერ ჰორმუზის სრუტეში ჩარევას არ დავუშვებთ
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics