03:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-17 10:23:05, 283 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა თურქული ატმის იმპორტი აკრძალა მას შემდეგ, რაც ანკარა უკრაინისთვის გარანტიებს შეუერთდა

რუსეთი თურქეთიდან კურკოვანი ხილის იმპორტზე შეზღუდვებს აწესებს, განაცხადა ხუთშაბათს „როსელხოზნადზორმა“ (ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური).

სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, აკრძალვა ხუთი თურქული კომპანიის გარგარზე, ალუბალზე, ატამსა და ნექტარინებზე გავრცელდება. „გადაწყვეტილება მიღებული იქნა კურკოვანი ხილის პროდუქტებში ორგანიზმების სისტემატური აღმოჩენის გამო, რომლებიც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებისთვის კარანტინს ექვემდებარება“, - განაცხადა „როსელხოზნადზორმა“. სააგენტომ არ დააკონკრეტა, თუ რომელი ორგანიზმები იქნა ნაპოვნი თურქულ ხილში.

„როსელხოზნადზორმა“ გადაწყვეტილება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანისა და უკრაინელი კოლეგის, ანდრეი სიბიჰას შეხვედრიდან რამდენიმე საათის შემდეგ გამოაცხადა. შეხვედრის შემდეგ ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა შეუერთდეს კიევის უსაფრთხოების გარანტიებს და უხელმძღვანელოს ამ გარანტიების საზღვაო კომპონენტს, თავის ნატოს მოკავშირეებთან ერთად.

„ჩვენ არ გვინდა, რომ ომი შავ ზღვაზე გავრცელდეს“. „შავ ზღვაში პორტების, ტანკერებისა და სათევზაო გემების დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხე მიუღებელია“, - თქვა ფიდანმა. მან ასევე დასძინა, რომ ანკარა ურყევად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ პოზიციას ყირიმის უკანონო ანექსიის შესახებ.

ამჟამად თურქეთი რუსეთის კურკოვანი ხილის უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის არ შედის. გასულ წელს კურკოვანი ხილის მთავარი ექსპორტიორები იყვნენ უზბეკეთი (180,000 ტონა), აზერბაიჯანი (111,000 ტონა) და სომხეთი (64,000 ტონა).

თუმცა, თურქეთი რუსეთის ციტრუსოვანი ხილის წამყვანი მიმწოდებელია (599,000 ტონა) და მეორე ადგილზეა საზამთროსა და ნესვის (16,000 ტონა) რაოდენობით უზბეკეთის (335,000 ტონა) შემდეგ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics