21:27 - 21 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-20 12:59:09, 417 ნახვა

კომენტარი
ფავლენიშვილი – არანაირი არჩევნები არ არსებობს ქვეყანაში, მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება

„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს.

ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით.

ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხება ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც, ხელისუფლებისვე დათვლით, მილიონამდეა. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში საბოლოოდ დაკანონდება ავტორიტარიზმი.

„საპარლამენტო არჩევნები კი არა, არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომები, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება. პასიურ საარჩევნო უფლებას კი არ უზღუდავენ ამ ოთხი პარტიის წარმომადგენელს, არამედ ზღუდავენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათივე დათვლით, არიან მილიონამდე, და როგორც წინა არჩევნებზე ჩანდა, აძლევენ ხმას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. დემოკრატიის ნიშანწყალიც კი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, საბოლოოდ იქნება დაკანონებული ავტორიტარიზმი. ეს იქნება წითელი ხაზი, მათ შორის დასავლეთისთვის და არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი აღარ იქნება არცერთ საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics