00:19 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-18 15:11:13, 848 ნახვა

ეკონომიკა
ტაქსის ფასებით თურქეთი საქართველოს მეზობლებს შორის ლიდერობს, საქართველო კი მეორე ადგილზეა

თურქეთი კვლავ რჩება იმ ქვეყნად, სადაც ტაქსის მგზავრობის ყველაზე მაღალი ღირებულება საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებს შორისაა. ეს Numbeo-ს (საერთაშორისო ონლაინ მონაცემთა ბაზა) განახლებული მონაცემებით ხდება, რომელმაც 99 ქვეყანაში ტაქსით მგზავრობის საშუალო ღირებულება კილომეტრზე 0.85 აშშ დოლარია, რაც ქვეყანას გლობალურ რეიტინგში 68-ე ადგილზე აყენებს.

თავად საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა. Numbeo-ს მონაცემებით, კილომეტრზე მგზავრობის საშუალო ღირებულება 0.71 აშშ დოლარია. ქვეყანა საერთო ჯამში 76-ე ადგილზეა.

შემდეგ რიგში არიან:

აზერბაიჯანი – კილომეტრზე 0.59 აშშ დოლარი (81-ე ადგილი);
რუსეთი – 0.45 აშშ დოლარი (87-ე ადგილი);
სომხეთი – 0.43 აშშ დოლარი (88-ე ადგილი), სადაც ტაქსები საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე იაფია. გლობალურ რეიტინგში ტაქსის ყველაზე მაღალი ფასები შვეიცარიაში ფიქსირდება, სადაც კილომეტრზე მგზავრობის ღირებულება 4.70 აშშ დოლარს აღწევს. პირველ სამეულში ასევე შედიან ლუქსემბურგი (4.06 აშშ დოლარი) და ალბანეთი (3.67 აშშ დოლარი).

ტაქსის ყველაზე მაღალი ტარიფების მქონე ტოპ 10 ქვეყანა შემდეგია:

შვეიცარია - $4.70;
ლუქსემბურგი - $4.06;
ალბანეთი - $3.67;
ბაჰრეინი - $3.45;
მავრიკი - $3.19;
იაპონია - $3.08;
ნიდერლანდები - $3.03;
გერმანია - $2.86;
ბელგია - $2.75;
მექსიკა - $2.72.
ტაქსის ყველაზე დაბალი ტარიფები ფილიპინებშია დაფიქსირებული - $0.23 კილომეტრზე. ყველაზე ხელმისაწვდომი ფასების მქონე ქვეყნებს შორის ასევე შედიან ინდოეთი ($0.26), ეგვიპტე და ირანი ($0.30 თითოეული), შრი-ლანკა და უზბეკეთი ($0.33 თითოეული), ტუნისი და მოლდოვა ($0.34 თითოეული), ჩინეთი ($0.35) და ინდონეზია ($0.39).





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
7-8 საათის განმავლობაში თბილისში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ მეტი ნალექი მოვიდა – სააგენტო
გახარია: ოკუპაცია არ შეიძლება გახდეს ვაჭრობის საგანი და ანექსია - ნორმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics