19:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 17:10:18, 227 ნახვა

საზოგადოება
4 მონაწილე, 4 მედალი - საქართველოს ნაკრების წარმატება ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაზე 4 მედალი მოიპოვა. ნაკრების ყველა წევრი საქართველოში მედლით დაბრუნდა.

გიორგი მაისურაძემ (კომაროვის სკოლა) ოქროს მედალი მოიპოვა. მათე რეხვიაშვილმა (კომაროვის სკოლა) და ნიკა ყიფშიძემ (136-ე საჯარო სკოლა) ვერცხლის, ხოლო ანტონ ინგორყვამ (კომაროვის სკოლა) ბრინჯაოს მედლები მიიღეს. ეროვნულ ნაკრები საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის მიერ კომპლექტდება. მისი ხელმძღვანელები შოთა ელყანიშვილი და ნიკა მიქაბერიძე არიან.

ცენტრალური ევროპის AI ოლიმპიადაში ევროპის 25 ქვეყანა მონაწილეობდა. საქართველომ კი, გუნდურ ჩათვლაში მე-4 ადგილი დაიკავა.

ნაკრების შემადგენლობაში შედიოდნენ GAIA-ს AI ლიგის გამარჯვებულები. AI ლიგა ასოციაციის საოლიმპიადო AI კურსის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თავის ცოდნას პრაქტიკულ, ოლიმპიადის ფორმატის ამოცანებზე რეგულარულად გამოცდიან.

ეროვნულ ნაკრებს წინ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა ელის, რომელსაც წელს ასტანა უმასპინძლებს. საქართველო კი, უკვე ორი გუნდით და 8 მონაწილით ეცდება მეტი და უფრო მაღალი სინჯის მედლების მოპოვებას.

ეროვნული ოლიმპიადა, AI ლიგა და საოლიმპიადო კურსი GAIA-ს პროექტებია, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება. ეროვნული ოლიმპიადა ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილიცაა, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების ბაზაზეა შექმნილი.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, კომპანია აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს და მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება. საქართველოს ნაკრების მონაწილეობა IOAI 2026-ში, ამ მიზნის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა.

 

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics