2026-07-24 16:44:51, 266 ნახვა
საზოგადოება
ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა
თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოპერის მოპირდაპირე მხარეს მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 25 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 24 ივლისს მოხდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,