11:28 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-22 21:49:14, 518 ნახვა

პოლიტიკა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარაბლიძეს და მოითხოვეს ნებართვა, აკრედიტებული საელჩოს თანამშრომლებისთვის, დასწრებოდნენ სასამართლო სხდომებს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე დამკვირვებლების სტატუსით. თუმცა, სასამართლომ თხოვნა არ დააკმაყოფილა.

წერილს ხელს აწერდნენ შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები:

გერმანიის საელჩო;
საფრანგეთის საელჩო;
დიდი ბრიტანეთის საელჩო;
პოლონეთის საელჩო;
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.
მიმართვის ავტორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, დიპლომატიურ მისიებს უნდა მიეცეთ სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლების სტატუსით დასწრების უფლება.

მოსამართლე თამარ მახარაბლიძისადმი გაგზავნილ საჩივარში ნათქვამია:

„ჩვენი ინფორმაციით, თქვენ წარმოადგენთ სისხლის სამართლის საქმეს მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ, სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 318-ე, 319-ე და 321-ე მუხლებით გათვალისწინებული ბრალდებებით. ასევე ვიცით, რომ ამ საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო საზოგადოებისთვის წესრიგის უზრუნველსაყოფად.

საქმისადმი როგორც ქართული საზოგადოების, ასევე საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, მოვითხოვთ, რომ ჩვენი დიპლომატიური მისიების აკრედიტებულ წარმომადგენლებს მიენიჭოთ სასამართლო სხდომებზე დამკვირვებლების სტატუსით დასწრების უფლება. მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებში სასამართლო პროცესებზე დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ დაკვირვება დიდი ხნის და ფართოდ აღიარებული საერთაშორისო პრაქტიკაა, რომელიც ხელს უწყობს გამჭვირვალობას. ასეთი დასწრება იქნება მხოლოდ დაკვირვების ხასიათის და არ ექნება რაიმე გავლენა სასამართლო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლის ამ შესაძლებლობის მინიჭებას.“

ე.წ. საბოტაჟის საქმის ადვოკატების თქმით, მოსამართლე თამარ მახარაბლიძემ დიპლომატიური მისიების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ამის შემდეგ, დაცვის მხარემ მსგავსი შუამდგომლობა წარადგინა საელჩოების წარმომადგენლებისთვის სასამართლო პროცესზე დასწრების უფლების მინიჭების თაობაზე, თუმცა, ადვოკატების თქმით, სასამართლომ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics