17:04 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 13:07:48, 310 ნახვა

სამართალი
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მიერ 26 მაისს დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს ეიაიფორი, შპს არვიქს და შპს რაპირა გრუპ) დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები - 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

მათვე განცხადებით, დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო.

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა და შეზღუდვები დააწესა იმ ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს დასავლური ბლოკადის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციების პაკეტით დარტყმა მიადგა იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსულ მხარეს უკანონო ფინანსურ არხებს უნარჩუნებენ.

ახალ შავ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპანიებთან ერთად მოხვდა სამი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი სწორედ ამ კომპანიების მხრიდან რუსეთისთვის დახმარების გაწევა და საერთაშორისო შეზღუდვების არიდების მცდელობა გახდა. უწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდნენ და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics