|
2026-07-20 12:59:09, 1212 ნახვა
კომენტარი
ფავლენიშვილი – არანაირი არჩევნები არ არსებობს ქვეყანაში, მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება
„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ზღუდავს იმ ადამიანებს, რომლებიც აძლევენ ხმას ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ფავლენიშვილს კითხვა დაუსვეს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, აქტიური საარჩევნო უფლების შეზღუდვა შეეხება ადამიანებს, რომელთა რაოდენობაც, ხელისუფლებისვე დათვლით, მილიონამდეა. ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, ქვეყანაში საბოლოოდ დაკანონდება ავტორიტარიზმი. „საპარლამენტო არჩევნები კი არა, არანაირი არჩევნები არ არსებობს ამ ქვეყანაში, ვიდრე გვაქვს მიდგომები, რომ მილიონამდე ადამიანს შეიძლება, აუკრძალონ აქტიური საარჩევნო უფლება. პასიურ საარჩევნო უფლებას კი არ უზღუდავენ ამ ოთხი პარტიის წარმომადგენელს, არამედ ზღუდავენ იმ ადამიანებს, რომლებიც, მათივე დათვლით, არიან მილიონამდე, და როგორც წინა არჩევნებზე ჩანდა, აძლევენ ხმას ამ ოთხ პოლიტიკურ პარტიას. დემოკრატიის ნიშანწყალიც კი აღარ იქნება ამ ქვეყანაში, საბოლოოდ იქნება დაკანონებული ავტორიტარიზმი. ეს იქნება წითელი ხაზი, მათ შორის დასავლეთისთვის და არანაირ ლეგიტიმაციაზე საუბარი აღარ იქნება არცერთ საარჩევნო პროცესზე“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)