21:16 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 18:17:23, 267 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ზენონი: პოლიციელების მსგავსი ქმედებები მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი,  ზენონ იარაჯული ეხმაურება გორში მომხდარ ინციდენტს.

საქმე ეხება ვიდეო-კადრებს სადაც ჩანს, რომ ათაზე მეტი პოლიციელი მოქალაქეებს ჯგუფურად, ფიზიკურად უსწორდება. 

"პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის - ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს:  როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა"- წერს სინოდის წევრი. 

„პოლიციელების მსგავსი ქმედებები საზოგადოებისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ არის. ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური და სოციალური ტრავმა,რომელიც სხეულზე მეტად ადამიანის შინაგან სამყაროს, ნდობასა და თავად საზოგადოების ცნობიერებას ამსხვრევს.

ძალმომრეობისა და ჩაგვრის სივრცე ყველაზე მძიმედ სწორედ მაშინ ვლინდება, როდესაც საზოგადოება მხოლოდ ადამიანის ცემასა და გამეტებას კი არ უყურებს, იგი ხედავს, როგორ კარგავს ძალმომრეობით საკუთარი ადამიანური სახის ნაწილს ის, ვინც იდეაში ადამიანის უსაფრთხოებისა და დაცვის სახეს უნდა წარმოადგენდეს.

სწორედ ეს ტოვებს ყველაზე დამთრგუნველ კვალს: როდესაც ადამიანი ხედავს, როგორ იკრიბება მრავალი ერთის წინააღმდეგ, ბრმად აყოლილი ძალის, აგრესიისა და დაუსჯელობის ილუზიას. როდესაც ძალა, რომელსაც უსაფრთხოების განცდა უნდა მოეტანა, შიშისა და დაუცველობის წყაროდ გადაიქცევა“, - წერს მეუფე ზენონი.

გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში პოლიციელებმა 2 პირზე ჯგუფურად იძალადეს. ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამ დროისთვის პოლიციელების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

გორში მომხდარ ფაქტს  მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯამდელიანიც გამეოხმაურა. 

"როცა გქვია სამართალდამცველი, უნდა ემსახურო სამართალს და ადამიანს! როცა ათი კაცი ძალადობს ერთ ადამიანზე, არაფრით განსხვავდები ჩვეულებრივი კრიმინალისაგან!"- დაწერა სასულიერომ პირმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics