01:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-27 11:10:32, 414 ნახვა

ეკონომიკა
ქართულ ბანკებში 70.03 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული

საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2026‍ წლის აპრილის ბოლოსათვის 70.03 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 559.44 მილიონი ლარით, 0.81%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.76%-ით მეტი). დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 20.03% შეადგინა. - ამის შესახებ ეროვნული ბანკი იუწყება.

აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 179.52 მილიონი ლარით, ანუ 0.53%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 379.92 მილიონი ლარით, ანუ 1.06%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.95%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2026 წლის აპრილის ბოლოსათვის 53.40 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია არ შეცვლილა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით).

აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.05% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.62% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.40%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.18% , ხოლო ევროს წილმა 19.78% შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics