01:01 - 29 Jul, 2026
|
2026-07-28 13:58:41, 290 ნახვა
საზოგადოება
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში 31 წლის რაჰიმ აბდულაევი დაჭრეს. მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. დაშავებულის დედის, საჰილა აბდულაევას თქმით, მის შვილს საკუთარი სახლის წინ ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი პნევმატური იარაღიდან ესროლეს. მისი მტკიცებით, თავდასხმა იმ პირმა განახორციელა, რომელთანაც მის შვილს წარსულშიც ჰქონდა კონფლიქტი. რაჰიმ აბდულაევი შემთხვევის შემდეგ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, ძალადობის ფაქტზე დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ იარაღიდან გასროლის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)