22:51 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 16:55:55, 316 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ, საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა

„ნაურუს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ არის მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის," - ამის შესახებ  მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, ნაურუს მიერ წარსულში მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა იყო, ხოლო საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად ეს გადაწყვეტილება გაუქმდა.

 

„როდესაც ნაურუს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, ეს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. რა თქმა უნდა, ჩვენ მუდმივად ვმუშაობდით სხვადასხვა პარტნიორებთან იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება უკან ყოფილიყო წაღებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო პერიოდში განხორციელებული მუშაობა, რისი შედეგიც არის ნაურუს მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებ," - აღნიშნა უწყების ხელმძღვანელმა.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა ქართული დიპლომატიის ძალისხმევას საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

 

„პირველ რიგში, მინდა მივულოცო ყველა დიპლომატს, ვინც არ იშურებს ძალისხმევას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის საერთაშორისო ასპარეზზე და ვუსურვო წარმატება ჩვენს ქვეყანას სწორედ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში გადადგმულ ნაბიჯებში. ეს არის რთული პროცესი. ახლოვდება 2008 წლის ომის წლისთავი. ამ ომის შედეგი იყო სწორედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება და სამწუხაროდ, ის საერთაშორისო შედეგები, რაც მოჰყვა ამ აღიარებას საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მხრიდან. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკანონოდ იქნა მიღებული, უკან იყოს წაღებული, და ასევე გადავდგათ ის ნაბიჯები, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას," - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics