01:14 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-28 20:26:49, 316 ნახვა

გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო

გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილი მოქალაქეები ცოტა ხნის წინ პოლციიის განყოფილებასთან მივიდნენ. მკვლელებო - სკანდირებენ აქციის მონაწილები.

"ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო, მარტო ჩემი შვილის კი არა, ისიც [პაპუნა ლოცულაშვილიც] ჩემი შვილის მეგობარია, ერთად გაზრდილები არიან, ამ ფაქტის ნახვა. ეს ორი ახალგაზრდა, იმ მომენტში შეიძლება იყო მსხვერპლი, მაგრამ გადამრჩენელი აღმოჩნდნენ, სხვა შესაძლო მსხვერპლების, რომლებიც შესაძლოა ახლო მომავალში ყოფილიყო. ძალიან მტკივნეულია. უბრალოდ, როგორც მშობლის, ჩემი პირდაპირი სურვილი და მოვალეობაა ბრძოლა და აღიარება იმის, რომ სამართალმა იზეიმოს. უნდა დაისაჯოს ყველა ის სამართალდამცველი, რომელმაც ეს ბიჭები ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს. ამ კადრებს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვა და მჯერა, რომ სამართლიანობა იზეიმებს. საზოგადოების ამხელა ძალისხმევას, არ არსებობს შედეგი არ მოყვეს. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი" | ამბობს პოლიციელების მიერ გორში ნაცემი ლაშა აბისონაშვილის დედა, ნინო ელიკაშვილი გორის პოლიციასთან მიმდინარე აქციაზე TV პირველთან





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics