13:28 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-29 20:09:41, 355 ნახვა

პოლიტიკა
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

პრემიერის განმარტებით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაუქმდება რეგიონული განვითარების სამინისტრო და მინისტრი კახაბერ გულედანი დაიკავებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ პოლონეთში რაკეტა ჩამოვარდა
უკრაინამ უკვე მე-4 F-16 დაკარგა
თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ეკლესიის, ისტორიული გმირების დასაცავად ამჯერად ახალი საინიციატივო ჯგუფი ყალიბდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics