20:44 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-08 14:53:04, 3107 ნახვა

სამხედრო
ტრამპი: თურქეთი F-35-ებს მიიღებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თურქეთი მეხუთე თაობის F-35 გამანადგურებელ თვითმფრინავებს მიიღებს.

„თურქეთი F-35-ებს მიიღებს“, - განაცხადა მან ანკარაში ალიანსის სამიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადრე განაცხადა, რომ სამშაბათს საღამოს ანკარაში ტრამპთან მოლაპარაკებების შემდეგ, ის F-35 გამანადგურებელ თვითმფრინავებთან დაკავშირებით აშშ-ის დადებით გადაწყვეტილებას ელოდება.

2017 წელს თურქეთმა რუსეთიდან 2,5 მილიარდ დოლარად S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების ოთხი ბატალიონი შეიძინა. 2019 წლის ოქტომბერში Rosoboronexport-მა (სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის ნაწილი) განაცხადა, რომ სისტემების მიწოდების კონტრაქტი შესრულებულია. თურქეთსა და რუსეთს შორის S-400-ების პოლკის მიწოდების შესახებ კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, ანკარა გამორიცხეს აშშ-ის პროგრამიდან, რომელიც ახალი თაობის F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავის შემუშავებას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს
ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს
ქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics