00:10 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-26 20:09:56, 337 ნახვა

ეკონომიკა
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების სია გააფართოვა და შეზღუდვები დააწესა იმ ფინანსური და კრიპტოქსელების წინააღმდეგ, რომლებიც კრემლს დასავლური ბლოკადის გვერდის ავლაში ეხმარებიან. ბრიტანეთის მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციების პაკეტით დარტყმა მიადგა იმ სუბიექტებს, რომლებიც რუსულ მხარეს უკანონო ფინანსურ არხებს უნარჩუნებენ.

ახალ შავ სიაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ კომპანიებთან ერთად მოხვდა სამი საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი: Arvix LLC, Rapira Group LLC და Aifory LLC.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სანქციების დაწესების მთავარი მიზეზი სწორედ ამ კომპანიების მხრიდან რუსეთისთვის დახმარების გაწევა და საერთაშორისო შეზღუდვების არიდების მცდელობა გახდა. უწყება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ორგანიზაციები კრიპტოვალუტით ვაჭრობის სფეროში ოპერირებდნენ და მოსკოვის ინტერესებს ემსახურებოდნენ.

„ჩვენ ვიღებთ ზომებს საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მართავენ რუსეთზე ორიენტირებულ ბირჟებს და სანქციების გვერდის ავლას ცდილობენ“, - აღნიშნულია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.

სანქციების თანახმად, საქართველოში რეგისტრირებულ სამივე კომპანიას ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა ფინანსური აქტივი გაეყინება. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში მოქმედ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს სრულად ეკრძალებათ მათთან ნებისმიერი სახის ეკონომიკური, ბიზნეს ან ფინანსური თანამშრომლობა. კრემლის გვერდის ავლის სქემებში მონაწილეობისთვის ბრიტანულ სიაში ქართული კომპანიების გარდა ასევე შევიდნენ სუბიექტები ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics