20:01 - 30 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-30 13:38:42, 281 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მოქალაქე დაუსწრებლად გაასამართლეს უკრაინის მხარეს ომში მონაწილეობისთვის

რუსული მედიის ცნობით, დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ე.წ. სასამართლომ უკრაინის მხარეს მებრძოლ საქართველოს მოქალაქეს, კახაბერ ამირანაშვილს, დაუსწრებლად 13 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ბრალდებით.

რუსული საგამოძიებო ორგანოების ცნობით, ამირანაშვილი უკრაინაში 2022 წლის გაზაფხულზე ჩავიდა, შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს, გაიარა სამხედრო წვრთნები და 2022 წლის ივლისამდე იბრძოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ.

რუსული მედიის ცნობით, დაკისრებული სასჯელი გულისხმობს მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში პატიმრობას. საქართველოს მოქალაქეზე ასევე გამოცხადდა საერთაშორისო ძებნა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics