|
2026-07-27 00:16:32, 552 ნახვა
სამართალი
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
თბილისის საკრებულოსთან ცოტა ხნის წინ ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს, რომელსაც ეჭირა ბანერი წარწერით: "ბიძინა *ლეა? კი- არა". შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ თოშხუა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმანი ხულიგნობით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას გულისხმობს. მოგვიანებით კი პოლიციამ დააკავა 10-ზე მეტი აქტივისტი, რომლებიც ანალოგიური წარწერის ბანერებით თოშხუას სოლიდარობას უცხადებდნენ სამოქალაქო აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარიამ მეყანწიშვილი, შაკო ბაღდოშვილი, თორნიკე ტიკარაძე, ია მელითაური, ნინი ნაჭყებია და მარინე ნანავა "დავით მამაგეიშვილი [თბილისის საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი] სახეში ურტყამს ხელს სანდრო სეხნიაშვილს. სანდრო სხვა აქტივისტებთან ერთად ცოტა ხნის წინ დააკავეს" | წერს ლევან ზაზაძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნა
ფაშინიანი: სომხეთმა რუსეთს, შესაძლოა, რკინიგზის იჯარის სახით 2 მილიარდი მოსთხოვოს
ტუსკი რუსულ რაკეტაზე: არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ პოლონეთი იყო სამიზნე
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)